ფიფა ახალ ტურნირს იწყებს

ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ახალი ინიციატივები წამყვან ევროპულ ფედერაციებს 75 მილიონ დოლარამდე მოგებას მოუტანს ყოველ მეორე წელიწადს – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ორგანიზაციის საბჭოს წევრებს გაუგზავნა – 2 მაისს სააგენტო AP ავრცელებს. ეს თანხები ახალი ტურნირის ბიუჯეტში წავა, რომელიც, ინფანტინოს თქმით, ფეხბურთის ფედერაციის ეროვნული ლიგა იქნება.
ვარაუდობენ, რომ ტურნირში, რომელიც მეგობრულ თამაშებს შეცვლის, 200-ზე მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ისინი 7 დივიზიონად დაიყოფა. ორი წლის მანძილზე ყოველი მათგანი წინასწარი რაუნდის ექვს მატჩს ითამაშებს. საუკეთესო ჯგუფები მოკლე ფინალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც ერქმევა “ფინალი 8”. იგეგმება, რომ ის ოქტომბერში ან ნოემბერში ჩატარდება, ყოველ კენტ წელიწადს, 2021 წლიდან დაწყებული. ფინალურ რაუნდში გარანტირებული ადგილები ექმებათ ევროპის სამ და ორ სამხრეთამერიკულ გუნდებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან უეფას ეროვნული ლიგის ახალი ტურნირი იწყება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 55 გუნდი, რომელიც ოთხ დივიზიად იქნება დაყოფილი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისომხეთში მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერი კანდიდატისთვის მხარდაჭერა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიაბრიტანელი მილიარდელი რუსეთის სპეცსამსახურებთან მუშაობაშია ეჭვმიტანილი