Pink Floyd-ის როჯერ უოტერსი სირიული “თეთრი ჩაფხუტების” წინააღმდეგ გამოვიდა ბარსელონაში (ვიდეო)

პარასკევს, ბარსელონაში Pink Floyd-ის კონცერტზე, ლიდერი როჯერ უოტერსი სირიაში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხუტის” წინააღმდეგ გამოვიდა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ “ფეიკ ნიუსი” უწოდა, თვითომ ორგანიზაციას კი “ფეიკ ორგანიზაცია”, რომლებიც “ჯიჰადისტებისა და ტერორისტების” პროპაგანდას ეწევა. კონცერტიდან ვიდეო “იუთუბზე” გამოქვეყნდა “Hands off Syria”-ის (“ხელები შორს სირიადან”) სახელით. ვიდეოში უოტერსი ამბობს, რომ ვიღაცას სცენაზე გამოსვლა და დუმაში ქიმიური შეტევის შესახებ სურდა სიტყვის წარმოთქმა. “ის ერთია. პირადად მე ვთვლი, რომ ეს არის სრული ტყუილი, მჯერა, რომ ორგანიზაცია, რომელიც მას სურს წარადგინოს და მხარი დაუჭიროს – “თეთრი ჩაფხურები” ჯიჰადისტებისა და ტერორისტების პროპაგანდირებისთვის შეიქმნა, ეს არის ის, მე რისიც მჯერა” – ამბობს როჯერ უოტერსი.

“ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა და ჩვენ ჩვენი მთავრობები უნდა დავარწმუნოთ, რომ არ დაბომბონ სირიაში ხალხი და არ დაბომბონ სირია, სანამ კვლევები არ ჩატარდება და ზუსტად არ გვეცოდინება, რა ხდება მანდ. ჩვენ ვცხოვრობთ იმ მსოფლიოში, სადაც პროპაგანდა, როგორც ჩანს, იმაზე მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება სინამდვილეში” – თქვა უოტერსმა. მისმა გამოსვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. “იუთუბზე” ვიდეოს ბევრი გამოეხმაურა, მათ შორის სირიიდან, იმ ადამიანების მხრივ, რომელთაც ომის მანძილზე ქვეყანა არ დაუტოვებიათ. ისინი წერენ, რომ უოტერსი მართალია.

“თეთრი ჩაფხუტები” ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც აღმოსავლეთ გუტაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გაავრცელა ინფორმაცია. 14 აპრილს აშშ-ს კოალიციამ, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად, “თეთრი ჩაფხუტების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სირიაში 100 ფრთიანი რაკეტა ჩამოყარეს. “2013 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ქიმიური იარაღის განადგურების გარანტიას აძლევს მსოფლიოს. ასადის შეტევა და დღევანდელი პასუხი – ეს რუსეთის მიერ დადებული პირობის ჩავარდნის პირდაპირი შედეგია ” – თქვა 14 აპრილს ტრამპმა. კოალიციის შეტევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, შეტევის სამიზნე იყო სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის, ქიმიური ლაბორატორიები.

“თეთრი ჩაფხუტები” არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც აშშ აფინანსებს.

 

banner
წინა სტატიაშისოფელ ლამბალოში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ჩატარდა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ნატოს დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება