ფინეთში სკოლაში 12 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, დაჭრილია სამი ბავშვი

სამი 12 წლის ბავშვი დაიჭრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მახლობლად სკოლაში სროლის შედეგად. ინფორმაციას მედია ფინეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, ეჭვმიტანილი, ასევე 12 წლის ბავშვი, დაკავებულია.

ინციდენტი ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას დაწყებით სკოლაში, ჰელსინკიდან ჩრდილოეთით 18 კილომეტრში მოხდა. სკოლას დაახლოებით 800 მოსწავლე ჰყავს 1-დან მე-9 კლასებს შორის, განაცხადა ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა YLE-მ.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიური“-დან „სტაბილური“-თ შეცვალა
შემდეგი სტატიარუსულმა “აზიმუტმა” თბილისისკენ ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო