ფინეთმა ნატოში გაწევრიანების პირობები დაასახელა

ფინეთმა ნატოში გაწევრიანების პირობები დაასახელა

FINEtIფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივ რეფერენდუმზე უნდა იქნეს მიღებული – ადგილობრივი მედია წერს.
“იმისათვის, რომ ფინეთში რაიმე შეიცვალოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირებაა საჭირო, ამიტომ, ვფიქრობ, რომ არასწორია თუკი ხალხს ამის შესახებ არ ვკითხავთ” – განაცხადა პრეზიენტმა.

მისივე განცხადებით, ქვეყანას გააჩნია საკუთარი რესურსები დაიცვას პირადი დამოუკიდებლობა: “ჩვენ საკმარისი რესურსი გაგვაჩნია იმისათვის, რომ ყველა აგრესორი დავაფიქროთ და ღირსეული პასუხი გავცეთ”, ამასთანავე, ნიინისტემ ხაზი გაუსვა იმას, რომ “ფინეთის სახით ყველა ქვეყანა მიიღებს კარგ პარტნიორს”. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰელსინკის ინტერესებშია კარგი ურთიერთობა ჰქონდეს როგორც აშშ-სთან, ასევე რუსეთთან. “ჩვენს მოსახლეობას ესმის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საკუთარ მეზობლებთან ისეთი კეთილგანწყობილი ურთიერთობის შენარჩუნებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია” – თქვა ნიინისტემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში უარი თქვეს “კანონიერი ქურდის” დაკანონებაზე
შემდეგი სტატიაევროკომისია: თურქეთთან ვიზალიბერალიზაცია საშიშია