ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია და კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს

სიტყვით გამოსვლისას შოიგუმ, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა სტრატეგიული ტიპის ბომბდამშენების ფრენები, ბალტიის ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნა და ნატოს პარტნიორებთან ერთად რეგიონში წვრთნები უფრო ინტენსიური გახადა.

მისი თქმით, რუსეთი პასუხს გასცემს დასავლეთ სამხედრო ოლქში 12 ქვედანაყოფის და დივიზიის ჩამოყალიბებით და კრემლი მუშაობს თავისი ჯარების საბრძოლო სიძლიერის გაუმჯობესებაზე.

„დასავლეთ სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში დაძაბულობა კვლავ იზრდება. ჩვენ ვიღებთ ადეკვატურ საპასუხო ზომებს“, – დასძინა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების დაწყების ვადის განსაზღვრის წესი იცვლება
შემდეგი სტატიაივანიშვილი არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში – დავითულიანი