ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ბალტიის ზღვაში ვითარებას გააუარესებს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლამ შესაძლოა, ბალტიის ზღვის რეგიონში სამხედრო სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

„თუ მადრიდის გადაწყვეტილებების ლოგიკას მივყვებით, მაშინ ამ გაწევრიანების დასრულების შემდეგ ნატო დაიწყებს იმის თქმას, რომ ყველაზე დიდი მოწყვლადობა რუსეთ-ფინეთის საზღვარია, რომელიც დაცული უნდა იყოს, ამიტომ, აუცილებელია ჯარების განთავსება, იარაღი და ა.შ. ეს ყველაფერი გამოიწვევს რეგიონული უსაფრთხოების გაუარესებას, ეს მნიშვნელოვნად გაართულებს სიტუაციას ზოგადად ჩრდილოეთში, ეს შეამცირებს მშვიდობიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რაც ახლა ძალიან მოთხოვნადია. ყველაზე სერიოზულად გააუარესებს სამხედრო ვითარებას ბალტიის ზღვის რეგიონში“, – განაცხადა გრუშკომ.

banner
წინა სტატიაშიროდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი „მელი მოძღვრად“ გამახსენდა – იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინ იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი – მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთთან რომელიმე კონკრეტული პირის ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადიცია არ განუხილავთ