ფინეთის შრომის მინისტრმა მიგრანტების უწიგნურობაზე ისაუბრა

ფინეთის შრომის მინისტრმა მიგრანტების უწიგნურობაზე ისაუბრა

13ფინეთის შრომისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს ქვეყანაში შემოსული მიგრანტები ცოდნის დაბალი დონით გამოირჩევიან. უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის, საკარი პუისტოს თქმით, მიგრანტებიდან პროფესიული ცოდნა მხოლოდ 20%-ს აქვს, უმაღლესი განათლების დიპლომი კი 10%-მდე ლტოლვილებს. ამასთანავე, ყოველი მეხუთე მიგრანტი უწიგნურია, ინგლისური ენა კი 10%-ზე ნაკლებმა იცის.

მათ შორის, ვინც თავშესაფრის საძიებლად შევიდა ფინეთში, შრომის ასაკის არის 25 ათასი ადამიანი, მათგან დაახლოებით 4 ათასი ქალია. მათ შორის, ვისაც პროფესია აქვს, უმეტესად ჭარბობენ თმის სტილისტები, მზარეულები და მძღოლები.
პუისტომ ასევე აღნიშნა, რომ სტატისტიკურად, ფინეთში ცხოვრების 10 წლის განმავლობაში, მიგრანტების დასაქმება დაახლოებით 40%-ია.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს
შემდეგი სტატიაპოლონეთი “ბიბისის” გაებუტა ავტორიტარიზმის შესახებ სიუჟეტის გამო