ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთთან რომელიმე კონკრეტული პირის ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადიცია არ განუხილავთ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას თურქეთთან, მადრიდში, ნატო-ს სამიტზე გამართულ მოლაპარაკებების დროს რომელიმე კონკრეტული პირის ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადიცია არ განუხილავთ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლა გვაქვს ხელმოწერილი ტექსტი და ყველაფერი, რასაც ხელი მოვაწერეთ, არის ტექსტში. მადრიდში ჩვენ არ გვისაუბრია რომელიმე პიროვნების შესახებ“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ბალტიის ზღვაში ვითარებას გააუარესებს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიაოკუპაციის პირველი ტალღა უკვე საქართველოშია – ხუხაშვილი