ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო: დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის

„ამჟამად ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, თუმცა დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის, ასევე დიდად ვაფასებთ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც გვაქვს ფინეთსა და საქართველოს შორის და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გააძლიერა რეგიონული თანამშრომლობა ევროკავშირსა და თქვენს რეგიონს შორის“, – ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

banner
წინა სტატიაშიდიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით MAP-ი, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია იყვნენ წინააღმდეგი, ამ შეცდომით პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილებაზე – რასმუსენი
შემდეგი სტატიამაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა – ჯაღმაიძე