ფინეთის პრეზიდენტმა პირადად განუცხადა პუტინს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის პრეზიდენტისა და კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიინისტემ პუტინს პირადად უთხრა, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანებას მომდევნო დღეებში გადაწყვეტს.

„ფინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა ნიინისტემ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის მოთხოვნებმა 2021 წლის ბოლოს, რომელიც მიზნად ისახავდა ნატოს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და ასევე რუსეთის მასიურმა შეჭრამ უკრაინაში, ფინეთის უსაფრთხოების გარემო ძირეულად შეცვალა. ყველა დამოუკიდებელი ქვეყანა მაქსიმალურად იცავს თავის უსაფრთხოებას და ახლა სწორედ ეს ხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი გამწვავების გარეშე მიმდინარეობდა და დაძაბულობის თავიდან აცილება მნიშვნელოვანი იყო.

banner
წინა სტატიაშიარაბთა გაერთიანებულ საამიროებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
შემდეგი სტატიაჩვენ 24 დიდი საკანონმდებლო პაკეტი შევიტანეთ პარლამენტში და შევცვალეთ არაერთი აქტი, „ქართულმა ოცნებამ“ ქალებს ფართოდ გაგვიღო პოლიტიკის კარი – წულუკიანი