ფინეთის პრეზიდენტი – რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს

რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.

„ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს“, – განაცხადა ნიინისტომ.

„მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არა მხოლოდ ფინეთში, არამედ ევროპაშიც იწვევს. ეს შეიძლება უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ხვალ ჩავდივართ კირბალში, მინდა მივმართო სამართალდამცავებს, უზრუნველყონ როგორც მედ პერსონალის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური უსაფრთხოება
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა