13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ფინეთის პრეზიდენტი: ომის გამო ევროპისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეფერხდა

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ევროპისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეფერხდა.

ალექსანდრ სტუბის განცხადებით, აშშ-დან იარაღის მიწოდების შეფერხება ფინეთისთვის საგანგაშო არ არის და შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს.

„ჩვენ თავდაცვითი აღჭურვილობის მოწოდების შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ. საიდუმლო არ არის, რომ გარკვეული პარტია ან სხვაგან გადამისამართდა ან მოწოდება შეფერხდა“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის ცნობით, აშშ-მა ესტონეთს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მიწოდების შეფერხების შესახებ აცნობა.

„ეს სიგნალია იმისა, რომ როგორც ესტონეთში, ისე ევროპაში, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უფრო სწრაფად უნდა განვავითაროთ“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმამა ეფრემ ლომიძე: განსაკუთრებით ვლოცულობთ იმისათვის, რომ აღსრულდეს უფლის ნება
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთი დღეს ჯიდაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას უმასპინძლებს