ჩინეთს უკრაინაში ომის დასრულება ერთი სატელეფონო ერთი ზარით შეუძლია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ შტუბმა განაცხადა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
შტუბის თქმით, რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე ისეთ დონემდეა მისული, რომ პეკინს, სურვილის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია.
„რუსეთი ახლა ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთზე. პრეზიდენტ სი ძინპინის ერთი სატელეფონო ზარი მოაგვარებს ამ კრიზისს. მათ სხვა არჩევანი არ ექნებოდათ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
შტუბმის აზრით, პეკინი სარგებელს მოუტანს უკრაინაში მოსკოვის „აგრესიული და კოლონიური ომის“ დასრულებას.
„ჩინეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო წესები, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან. ეს იქნება სწორი და ამავდროულად, ჩინეთი ლიდერობის დემონსტრირებას მოახდენს“, – აღნიშნა შტუბმა.
ამასთან, ფინეთის პრეზიდენტი არ დაეთანხმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინადადებას, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას წარუდგინა.
„ახლა არ შეიძლება იდგეს დაჟინებული ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. რაც რუსეთს ესმის, არის ძალა და შესაბამისად, რაც უფრო მეტად შევძლებთ დავეხმაროთ უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი“, – აღნიშნა შტუბმა.
ალექსანდერ შტუბმა მოუწოდა ევროპას გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გაზარდოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები. მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება როგორც მატერიალური, ასევე პოლიტიკური დახმარება, კერძოდ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსის გაძლიერება. ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შექმნას გეგმა ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს როგორც თავდასხმების შემდეგ სისტემების აღდგენას, ასევე კომუნიკაციების გამარტივებას, რათა კრემლს ერთიანი ფრონტი დაუპირისპირდეს.