ფინეთის პრემიერისგან მოვისმინეთ ჩვენს მისწრაფებაზე მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს ფორმატში მისგან დადებითი ხმა გვექნება – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ფინეთის მხრიდან მხარდაჭერა აქვს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფინეთის პრემიერის მხრიდან მოისმინეს მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებაზე.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, ევროპული საბჭოს ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფინეთის პრემიერი, საქართველოს მისგან დადებითი ხმა ექნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე და შეხვედრები იყო. შეხვედრა გაიმართა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან, ევროპის საკითხებში მინისტრთან. ფინეთის მხრიდან საქართველოს კანდიდატობის თაობაზე აქვს მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ფინეთი თავად არის მსგავს სიტუაციაში, როგორც საქართველო. თქვენ იცით, მათ განაცხადეს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელზეც თავის განცხადებას აფუძნებს საქართველო, საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფინეთს აქვს მეზობლის მხრიდან, ვფიქრობ, რომ ფინეთში არის შინაგანი სოლიდარობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ გეოპოლიტიკურად ასეთ რთულ მდგომარეობაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო, რომ პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ სიტყვები და მხარდაჭერა ჩვენს მისწრაფებაზე, რომელიც შეეხება ევროკავშირის კანდიდატობას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭოს ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფინეთის პრემიერი, მისი დადებითი ხმა გვექნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონს, რუმინეთში ვიზიტის დროს, სახეში სილა გააწნეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა – ალასანია