ფინეთის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე დებატები მიმდინარეობს

ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებაზე დებატები დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანაში სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ფინელი კანონმდებლები მთავრობის ანგარიშს განიხილავენ, სადაც ხაზგასმულია, რომ ნატოს წევრობის გარეშე ფინეთი არ სარგებლობს უსაფრთხოების გარანტიებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის ალიანსის პარტნიორია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „შემაკავებელი ეფექტი“ ფინეთის თავდაცვაზე „საგრძნობლად მეტი“ იქნება, თუ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება.

ფინური მედიის ცნობით, ფინეთის 200 დეპუტატის დაახლოებით ნახევარი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას და მხოლოდ 12 მათგანია წინააღმდეგი.

ფინეთის პრემიერ – მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა “საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე კვირაში” გადაწყვეტს, შეიტანოს თუ არა განაცხადი წევრობისთვის.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, რუსი სპიკერი „ნიუსმეიკერად“ არ უნდა გამოიყენო, ბევრად უკეთესია მხოლოდ უკრაინის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობა – მიხაილო პოდოლიაკი დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა