ფინეთის პარლამენტი ქვეყნის ევროზონადან გასვლის პეტიციას განიხილავს

ფინეთის პარლამენტი ქვეყნის ევროზონადან გასვლის პეტიციას განიხილავს

ევროპარლამენტის დეპუტატმა, პაავო ვაიურიუნემ, ფინეთის პარლამენტში ქვეყნის ევრო-ზონადან გასვლის შესახებ პეტიცია შეიტანა – Reuters-ი წერს.
“ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ ეკონომიკა, დავტოვოთ ევროზონა და დავიბრუნოთ ჩვენი ვალუტა. ეს ჩვენს კონკურენტუნარიანობას გაზრდის. თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს პეტიციას, მთავრობამ, შესაბამისი რეფერედუმის ჩატარების შესახებ კანონი უნდა მიიღოს” – განაცხადა დეპუტატმა.

ფინეთის პარლამენტის წევრის, ჯოან სარხიმაას თქმით, საკითხის განხილვას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ერეკლე დეისაძე დააკავა