ფინეთის არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ

ფინეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. კვირას, 14 აპრილს თითქმის 4,5 მილიონი ადამიანი გამოცხადდა საარჩევნო უბნებში, რომ მომდევნო 4 წლით პარლამენტი აერჩია – “დოიჩე ველე” წერს. 200 ადგილზე კენჭს 2468 პოლიტიკოსი იყრიდა, მათ შორის, 165 არსებული მოწვევის დეპუტატი. სულ, არჩევნებში 19 პარტია მონაწილეობდა, მათგან 9 მიმდინარე პარლამენტში უკვე იყო.

წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების 35,5%. აქედან სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ხმების 18,9% აქვს. მეორე ადგილზეა კონსერვატიულ-ნაციონალისტური კოალიცია 17,2%-ით, მესამეზე კი ლიბერალური პარტია 15,4%-ით .

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიარესტორან “ხინკლის სახლში” ხანძარი გაჩნდა