21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ფინეთი უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფინეთი უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

“უკრაინა მომავალი ზამთრისთვის ემზადება და ესაჭიროება ნებისმიერი მხარდაჭერა, რომლის გაწევაც შეგვიძლია. დღეს ფინეთმა მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვითი საშუალებების რიგით 34-ე პაკეტის გამოყოფის თაობაზე, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს. პაკეტი მოიცავს აღჭურვილობას, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მოითხოვა. უკრაინა თავდაცვითი ბრძოლის მეხუთე წელიწადშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან, ეს მორალურად სწორია, და ვინაიდან ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ეხება – და, შესაბამისად, ფინეთის უსაფრთხოებასაც”,-
წერს ალექსანდრ სტუბი.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: თამაზ ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია
შემდეგი სტატიაკახეთში გზების რეაბილიტაციისთვის 96 516 528 მილიონი ლარის ღირებულების ორი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა