ფინეთი სრულად ხურავს რუსეთთან საზღვარს

ფინეთი სრულად ხურავს რუსეთთან საზღვარს. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა.

ორპომ აღნიშნა, რომ ფინეთის მთავრობამ რუსეთთან ყველა სასაზღვრო პუნქტის დახურვა გადაწყვიტა, რომელთაგან ამ მომენტამდე მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდა – სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “რაია-იოოსეპი” ლაპლანდიის რაიონში.

გადაწყვეტილება ძალაში 29 ნოემბრიდან 30 ნოემბრისთვის შუაღამეს შევა და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში იქნება შესაძლებელი.

ამავდროულად, გადაწყვეტილება არ შეეხება ფინეთსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვებს.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია
შემდეგი სტატია„ევროპის უნივერსიტეტმა“ ნიდერლანდებში აღიარება მოიპოვა