ფინეთი რუსულ ვერტმფრენს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ფინეთის თავდაცვის სამინისტრო რუსულ Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.

სამინისტროს ცნობით, საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევა კესიალაჰტისა და პარიკკალას რეგიონში, ადგილობრივი დროით 10:40-ზე მოხდა. ფინეთის მხარის თქმით, ვერტმფრენი მათ სივრცეში 4-4.5 კილომეტრის მანძილზე შეფრინდა.

ფინეთის მესაზღვრეებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეს წელს რუსეთის საჰაერო ძალების მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის მეორე დარღვევაა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი დეფოლტის თავიდან აცილებას ცდილობს, ორი ევრობონდი დოლარში დაფარა – REUTERS
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა