ფინეთი მზად არის პუტინ-ბაიდენის შეხვედრას უმასპინძლოს

ფინეთის სააგრეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ აშშ-ს გენერალურ მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ფინეთი მზად არის აშშ-სა და რუსეთის ლიდერების ორმხრივ შეხვედრას უმასპინძლოს.
“ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ, რომ შეგვიძლია საკუთარი მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც საჭიროა დიდი სახელმწიფოების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის” – ჰაავისტომ თქვა. მისი განცხადებით, ფინეთმა შეხვედრისას მიანიშნა, რომ მათი აზრით მოლაპარაკებები დადებითი მოვლენა იქნებოდა და მნიშვნელობა არა აქვს ეს სად შედგება.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრა ჰელსინკში შედგა მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.
“ფინეთი მზად არის დახმარებისთვის. ორივე მხარემ იცის ამის შესახებ. ყველაზე მთავარია, რომ შეხვედრა შედგეს” – ფინეთის მინისტრმა თქვა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 19 მაისს გამართეს შეხვედრა. თუმცა, მოლაპარაკებების შედეგებით, ლავროვს არ უპასუხია, მოსკოვი არის თუ არა პუტინისა და ბაიდენის შესახვედრად მზად.

ბლინკენმა ისლანდიის სახელმწიფო ტელევიზიისთვის ინტერვიუს მიცემისას განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლებელია, უახლოეს კვირას გაიმართოს.

banner
წინა სტატიაში“жизнь ворам” – წარწერის გამო 51-ე სკოლაში საგანგებო თათბირი გაიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით