მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელება, – ამი შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსწელში წერს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს.
„მქონდა ერთსაათიანი ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან პუტინთან ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე მოლაპარაკებები, ცეცხლის შეწყვეტა და ნაბიჯები სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელება. ფინეთი განაგრძობს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – წერს ალექსანდრ სტუბი.