ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდებიან, ისინი მოსკოვისთვის “ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად” იქნებიან აღქმული.

მედვედევმა telegram-ის არხზე დაწერა, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახმელეთო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები, ასევე, არსებითად გაზარდოს სამხედრო-საზღვაო ძალები ფინეთის ყურის აკვატორიაში.

გარდა ამისა, მედვედევი განმარტავს, რომ რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, შვედეთთან და ფინეთთან ტერიტორიული დავა არ აქვს, ამიტომ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას მოსკოვი “სხვაგვარად მოეკიდება”.

banner
წინა სტატიაშივიწვევ იმ ქვეყნების სპიკერებს, ვისაც არ სჯერა იმ საშინელების, რომელიც უკრაინაში ხდება, ჩამოდით და ნახეთ – სტეფანჩუკი
შემდეგი სტატიაიტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი პოზიციების გამო, სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე შეტყობინებები მიიღო