ფინელმა მინისტრმა აშშ-ს სუპერ-სახელმწიფო უწოდა

ფინეთის სააგრეო საქმეთა მინისტრმა ტიმო სეინმა განაცხადა, რომ ფინეთი და აშშ თავდაცვის სფეროში მალე ორმხრივ თანამშრომლობაზე დადებენ ხელშეკრულებას. ეს მისი თქმით, თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რადგანაც აშშ მსოფლიოში ერთადერთი ზე-სახელმწიფოა – ამის შესახებ დღეს, 20 აგვისტოს ფინურ ტელეკომპანია Yleisradio Oy ავრცელებს.
მინისტრმა განცხადება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.
“აშშ მსოფლიოში ერთადერთი ზე-სახელმწიფოა, ამიტომ, მასთან თანამშრომლობა და ურთიერთობის გამყარება ფინეთის ინტერესებში შედის” – თქვა სოინმა.

ადრე თავდაცვის მინისტრმა იუსი ნიინისტემ ანალოგიური შეთანხმება დიდ ბრიტაენთთან დადო.

2016 წლის ივნისში ქვეყნის პრეზიდენტი საული ნიინისტე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ რუსეთთან თანამშრომლობას მხარი დაუჭირა. საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგის მოწინააღმდეგეები “დროს ჩამორჩნენ” და დაამატა, რომ მაგალითად, აშშ რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს, ვიდრე დაშვებულია.

banner
წინა სტატიაშიგოდერძი ბუკიამ მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაოდესაში შაურმის მხარდამჭერი მარში გაიმართა