ფინელი დიპლომატის დაჯარიმების შემთხვევამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

გავლენიანი გამოცემა Politico წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააჯარიმა.

სტატიის თანახმად, დასავლურ მედიაში ინციდენტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან ფინელმა დიპლომატმა არ შეიკავა თავი ბიძინა ივანიშვილის პარტიის კრიტიკისგან.

Politico დეტალურად აღწერს მოვლენების განვითარებას: როგორ მივიდა ვალტონენი აქციაზე, როგორ მოჰყვა ამას ჯარიმა და როგორ გაგრძელდა დიპლომატიური განხილვები.

გარდა ამისა, სტატიაში საუბარია მის ჩაშლილ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

ივანიშვილის პარტიის ლიდერი შეხვედრის ჩაშლაში თავად ვალტონენს ადანაშაულებს, თუმცა ფინელი მინისტრი განმარტავს, რომ მიზეზი მხოლოდ მისი გადატვირთული სამუშაო გრაფიკი იყო და არა პოლიტიკური დაძაბულობა.

banner
წინა სტატიაშიწუხელ სოჭი უკრაინული რაკეტებისა და დრონების სამიზნე იყო
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა