“ფინანსური რესურსების თავმოყრა ხდება ერთ ხელში” – ვინ განკარგავს ე.წ. “შავ ყუთს?!”

ვინ განკარგავს “ქართულ ოცნებაში” ე.წ. შავ ყუთს? – დიმიტრი ცქიტიშვილი “ტვ პირველთან” ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დამკვიდრებულ წესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს “ფინანსური რესურსების თავმოყრა ხდება ერთ ხელში”.

აქამდე არსებული პრაქტიკით კი “ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს აგროვებდნენ, ნაწილი მოჰქონდათ ე.წ. საერთო შავ ყულაბაში, ეხლა ხდება, რომ ყველაფერმა უნდა მოიყაროს თავი შავ ყულაბაში და მერე უკვე შავი ყულაბის განმკარგველი ანაწილებს [ფულს]”.

“თუ აქამდე ჰორიზონტალური შემადგენლობა იყო, რამდენიმე გავლენიანი ადამიანი ერთმანეთს აბალანსებდა და ივანიშვილის მერე იყო რაღაც ჰორიზონტალი, ახლა არის მკაცრი იერარქია, სადაც უკვე ერთმანეთის მიყოლებით არის გარკვეული ადამიანები თავმოყრილი და რაც მთავარია, ფინანსური რესურსების თავმოყრა ხდება ერთ ხელში.

აქამდე თუ ქაოტური იყო და იყო დაშვებული კორუფცია და ადამიანები თავის სიმდიდრეს აგროვებდნენ, ნაწილი მოჰქონდათ ე.წ. საერთო შავ ყულაბაში, ეხლა ხდება, რომ ყველაფერმა უნდა მოიყაროს თავი შავ ყულაბაში და მერე უკვე შავი ყულაბის განმკარგველი, არ ვიცი ვინ იქნება, იმან გაანაწილოს.

ანუ ეს ახალი მოდელია ავტოკრატიული რეჟიმის, რომელიც აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ ქაოტური ავტოკრატიიდან გადავდივართ უფრო კონსოლიდირებული ავტოკრატიისკენ და ამას ახორციელებს დღეს კონკრეტული ხელისუფლება,” – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თუ ვინმეს ბავშვებისთვის ახალი წლის გაფუჭება სურს, შეუძლია წავიდეს და თბილისის ცენტრში გამართოს პროტესტი” – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტი” მეარაყიშვილზე
შემდეგი სტატიარომის პაპი: “რუსეთმა და უკრაინამ მოძებნონ გამბედაობა და გამართონ პირდაპირი მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად”