,,ფინანსური დარღვევები ჩემთან რა კავშირშია?!- 24 დღიანი კუთვნილი შვებულება ავიღე“

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე გუშინ შვებულებაში გავიდა. ,,თაიმერმა“ კი დღეს დილით სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რომ მახატაძის დაკავება იგეგმება და მას ბრალად სავარაუდოდ ფინანსურ დარღვევებს ედავებიან. თავად მახათაძემ ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაცია ,,თაიმერთან“ კატეგორიულად უარყო.

,,ფინანსური დარღვევები ჩემთან რა კავშირშია?!-პირველად მესმის ეს ინფორმაცია, არც საგამოძიებო უწყებებში ვყოფილვარ დაბარებული. კუთვნილ 24 დღიან შვებულებაში გავედი და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დავბრუნდები“- განუცხადა თაიმერს მახათაძემ. მისივე ინფორმაციით მახათაძის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს.

თაიმერის ექსკლუზივი: https://www.timer.ge/eqskluzivi-zestaponis-mers-daakaveben/

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე: საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება უფასო სკრინინგის ჩატარება
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები – გარდაცვლილისთვის მიყენებული 33 ჭრილობიდან 6 საქმეში არსებულ დანას არ შეესაბამება