ფინანსთა სამინისტროსთან სამშენებლო კომპანია „სვეტის” დაზარალებულები აქციას მართავენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან სამშენებლო კომპანია „სვეტის” დაზარალებულები არიან შეკრებილები. მენაშენეები ითხოვენ, რომ კომპანიის დაკავებულმა ხელმძღვანელებმა წილები სხვა კომპანიას გადასცენ, რომელიც მშენებლობის დასრულებას შეძლებს.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ „სვეტმა“ დათმოს ყველა პროექტი, რათა სახელმწიფომ შემოიყვანოს კეთილსინდისიერი ინვესტორი და დროულად მოხდეს დაზარალებულების დაკმაყოფილება. სვეტის მენაშენეები განსაკუთრებულ მადლობაა ვუცხადებთ გამოძიებას, რომელიც 4 თვის განმავლობაში კოლოსალურ შრომას მოითხოვდა. საქმეზე დაკითხულია 4 000 მენაშენე. ასევე ბატონ კახი კალაძეს ვუხდით მადლობას, რომელიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდა ჩვენი და ემიგრანტების მდგომარეობას”, – განაცხადა აქციის მონაწილე სალომე დუნდუამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიას С-300-ები უკვე გაუგზავნა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია- „ირაკლი კობახიძის მარგალიტები“