ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა. ინფორმაცია ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ დაადასტურა.

დაკავება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მერის განმარტებით, ფაქტი ფინანსური დოკუმენტაციის შევსებას უკავშირდება.

„დაკავებული მერიის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ვიცი, დაკავება ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებულ ფინანსურ დოკუმენტაციას უკავშირდება”, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ამ დროისთვის, სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან ხელვაჩაურის მერმა თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება ხვალ 18:00 საათამდე შეუძლიათ
შემდეგი სტატიაოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტის გამოძიების ფარგლებში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატსაც გამოკითხავენ