13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სპეცრაზმის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, სპეციალური დანიშნულების რაზმის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ზურაბ ცისკარიშვილმა სამსახურის უფროსს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

დღესვე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეცრაზმის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სპეცრაზმის ინფრასტრუქტურა მოინახულა და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ აბაშაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიარუსეთის არმიის მიერ უკრაინის პოლტავის რეგიონის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა