5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანგარიში: გასულ წელს ფულის გათეთრებაზე სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომ 2025 წელს ფულის გათეთრებაზე გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო.

bpn.ge-ს ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, საგამოძიებო სამსახურმა ჯამში სამართალდარღვევის 1 909 ფაქტი გამოავლინა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 349 პირის მიმართ, ხოლო აღკვეთის ღონისძიება გამოიყენეს 554 პირის მიმართ.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ შეადგინა 177 424 133 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 117 390 703 ლარი.

რაც შეეხება, გასულ წელს სხვადასხვა ბრალდებით დაწყებულ საქმეებს, ძირითადი სტატისტიკა ასეთია:

ფულის მითვისება ან გაფლანგვა – 2025 წელს გამოძიება სისხლის სამართლის 205 საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 166 პირის მიმართ დაიწყო;
უკანონო სამეწარმეო საქმიანობა- 2025 წელს გამოძიება სისხლის სამართლის 67 საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 100 პირის მიმართ დაიწყო;
კრედიტის უკანონოდ მიღება – 2025 წელს გამოძიება სისხლის სამართლის 41 საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 50 პირის მიმართ დაიწყო;
ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება – 2025 წელს გამოძიება სისხლის სამართლის 77 საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 106 პირის მიმართ დაიწყო;
ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება – 2025 წელს გამოძიება სისხლის სამართლის 33 საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 21 პირის მიმართ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიCNN: ისრაელმა ბეირუთში ავიადარტყმები განახორციელა
შემდეგი სტატიასოციალური სამართლიანობის ცენტრი: 10 წელში საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა გაორმაგებულია