გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური დააკავა.
აღნიშნული ინფორმაცია მედიაში, ღუდუშაურის ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილზე დაყრდნობით ვრცელდება.
ჯერჯერობით, უცნობია რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს. უფლებადამცველის თქმით, ამის შესახებ, მას შემდეგ გახდდება ცნობილი, რაც ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარდგენება და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცემა.
ცნობისთვის, გუშინ დაკავებული ექს-მაღალჩინოსანის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური რამდენიმე თვის წინ დაააკავეს. საბოლოოდ, ჯარის ძარცვის საქმეზე ბრალდებული მაღალჩნოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
რაც შეეხება ილია ღუდუშაურს, ის ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა.















