ფინანსთა სამინისტრო: სიგარეტის მნიშვნელოვანი გაძვირება აქციზის განაკვეთის ზრდას არ უკავშირდება

სიგარეტიფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთ სიგარეტის სახეობის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას. „ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდბა-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს“, – განმარტავენ სამინისტროში.

ბოლო რამდენიმე დღეა სავაჭრო ქსელებში “ფილიპ მორისი”-ს თამბაქოს ნაწარმი აღარ იყიდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ფილიპ მორისმა” საქართველოში პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია შეცვალა, რამაც სიგარეტის რამდენიმე ბრენდის ქსელში მიწოდებაზე შეფერხებები გამოიწვია. „ფილიპ მორისი“-ს სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში „ომეგა ჯგუფია“

წყარო

banner
წინა სტატიაშიფოცხოეწერში მისასვლელი გზები ჩაიხერგა-რა ხდება ამ წუთებში წალენჯიხაში+ფოტო
შემდეგი სტატიათუკი თოვა არ გადაიღებს, აფხაზეთში გზები ჩაიკეტება