12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის შეცვლას გეგმავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება, ხოლო კომერციულ სუბიექტებზე არსებული წესი ჯერჯერობით შენარჩუნდება.

საბოლოო განხილვები მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება, რის შემდეგაც კანონპროექტს პარლამენტი დააინიცირებს.

ძირითადი აქცენტი მოქმედი 40 000-ლარიანი საგადასახადო ზღვრის (შეღავათის) კორექტირებაზე კეთდება.

„დღეის მდგომარეობით რაც არის 40 000-ლარიანი ზღვარი, ეს არის შეღავათი დადგენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის… ეს შეღავათის ოდენობა რამდენით შეიცვლება, ამაზე ვმუშაობთ და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება“, — აღნიშნა კაკაურიძემ.

იურიდიულ პირებთან დაკავშირებით რეფორმა მომავალში ეტაპობრივად გატარდება, რადგან კომერციულ ნაწილში ცვლილებების განხორციელება შედარებით რთული პროცესია.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტი სავარაუდოდ დაჩქარებული წესით მიიღება, რათა ახალი რეგულაცია 1 ნოემბრის დეკლარირებამდე — მიმდინარე წლის საგადასახადო ვალდებულებებზე ამოქმედდეს.

რაც შეეხება ბიუჯეტის მოსალოდნელ დანაკლისს, ზუსტი ციფრი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ცვლილებების საბოლოო რედაქცია ჩამოყალიბდება. საბიუჯეტო დანაკლისის დაბალანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების ფარგლებში მოხდება.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში — დაშავებულია 6 ადამიანი
შემდეგი სტატიასეს-მა ტაილანდურ რესტორანს შპს “ერდოღან ქალაიჯი” საწარმოო პროცესი შეუჩერა