ფინანსთა სამინისტრო Facebook-სა და Google-ის სისტემაში რეკლამისთვის 7 თვეში 40 000 ლარს დახარჯავს

ფინანსთა სამინისტრო Facebook-სა და Google-ის სისტემაში რეკლამისთვის 7 თვეში 40 000 ლარს დახარჯავს. მომსახურებას უწყება 2021 წლის 31 დეკემბრამდე შეისყიდის.

შესყიდვის საფუძველი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის, 18 მაისს გამოცემული ბრძანებაა.

სახელმწიფო შესყიდვის სისტემაში ხარჯის დასაბუთების ნაწილში აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელების სისტემების მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, ცრუ, არასწორი, არასწორად ინტერპრეტირებული და ა.შ. ინფორმაციის გავრცელება გამოწვევად რჩება, რის გამოც, საჭიროა, სწორი და ობიექტური ინფორმაციის გავრცელება იგივე არხებით განხორციელდეს.

“დღეის მდგომარეობით, სოციალური ქსელები ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს, ამავდროულად ამ სისტემის მუშაობის პრინციპების გათვალისწინებით, გამოწვევად რჩება ცრუ, არასწორი, არასწორად ინტერპრეტირებული და ა.შ. ინფორმაციის შეუზღუდავად გავრცელება… არასწორი ინფორმაციის გავრცელების წყაროები შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით იყოს, მაშინ, როცა სამინისტროს ოფიციალური პროფილი (კონკრეტული ქსელისთვის) ერთია და რაც არასწორი ინფორმაციის მრავალი წყაროს საპირწონედ, შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. აღნიშნული პრობლემის დაძლევა შესაძლებელია ამავე ქსელებში მიზნობრივი სარეკლამო კამპანიის წარმოებით”, – აღნიშნულია შესყიდვის პირობებში.

banner
წინა სტატიაში20-21 მაისს საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის განახლებული წესები