ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება – გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ეტაპობრივად დაამზადეს და გაასაღეს 31 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით, თითქოსდა ერთერთ მეწარმე სუბიექტს მიაწოდეს 140 300 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რეალურად კი მსგავი სავაჭრო ქმედება არ განხორციელებულა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში“მოვიდა დრო, ახალმა ცოცხმა კარგად გამოგავოს პროკურატურის სისტემა”
შემდეგი სტატია„არ უნდა იყოს ეჭვები, არის თუ არა ეს რაიმე ტიპის დევნა გამოხატვის თავისუფლებისთვის”