ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის და გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მოქმედი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, კულუარული ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანების თაობაზეც მთავრობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

არსებული ცნობით, დაგეგმილია ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაც, რომლის ხელმძღვანელიც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. შს მინისტრის პორტფელს, არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.

 

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას შეუერთდება
შემდეგი სტატია100 000 მოწამის ხსენების დღეს, ილია მეორე მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის