ფინანსთა მინისტრის პოსტი, შესაძლოა, აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ეკონომისტმა დავით ამაღლობელმა დაიკავოს

ფინანსთა მინისტრის პოსტი, შესაძლოა, აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ეკონომისტმა დავით ამაღლობელმა დაიკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

დავით ამაღლობელი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად კი – ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად. გარდა ამისა, 2001 წლიდან დავით ამაღლობელი მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად; 2002-2003 წლებში კი – სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.

დავით ამაღლობელი ასევე მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად და 2004 წელს იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ერთი მოქალაქის მიმართ კი განაჩენი გადაისინჯება
შემდეგი სტატია„ნენსკრა ჰესი“ – ენერგეტიკოსები მზარდი ენერგოდეფიციტის პირობებში ოპტიმალურ გამოსავლად ჰესების მშენებლობას მიიჩნევენ