ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ არა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ არა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი.

როგორც პირველ არხს კაკაურიძემ განუცხადა, საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ნახავენ, რა პროექტებია დასაფინანსებელი.

„ქვეყანაში რა რესურსია, გადავხედავთ და გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

კაკაურიძის ცნობით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარედგინება.

პარლამენტს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება დეკემბრის მესამე პარასკევამდე მოუწევს. პროექტი ამჟამად გადასამუშავებლად მთავრობაშია გადაგზავნილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერია დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის ზრდას ითხოვს.

თბილისის ბიუჯეტი

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას კიდევ ერთ მოადგილედ ლევან კაკავა დაინიშნა