ფინანსთა მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს ურჩევს, „გალარების“ აქციაში ჩაერთონ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მოქალაქეებს მოუწოდებს, სესხების „გალარების“ აქციაში მაქსიმალურად ჩაერთონ.

გაგუას თქმით, პროგრამა დღეიდან იწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„17 იანვრიდან სესხების კონვერსიის პროგრამა ჩაირთვება, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სესხი 2015 წლის პირველ იანვრამდე აქვთ აღებული, საშუალება ექნებათ მათი სესხები 40 ათასი დოლარის ფარგლებში ლარში გადაახურდავონ. ამ პროგრამით მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ ე.წ. სავალუტო რისკებისგან გათავისუფლდნენ.

რაც შეეხება კურსს, გადახურდავება მოხდება კონკრეტულ დღეს არსებული კურსის -20%, ანუ თუ კურსი 2.7-ია, კონვერტაციისას გამოყენებული იქნება 2.5%. მინდა მსესხებლებს მოვუწოდო, რომ აღნიშნულ პროექტში მაქსიმალური მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ე.წ. გალარების აქციას საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ. სესხების ლარიზაციის ხარჯების შეღავათიანი კურსით სუბსიდირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

მთავრობა სუბსიდიას იმ პირებზე არ განახორციელებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს აღემატება.

banner
წინა სტატიაშისესხების ლარიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება
შემდეგი სტატია“მთავრობამ თავის პირით თქვა, რომ აღარ უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას” – ოთარ კახიძე