ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა – შესაბამის ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან”, – წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს “ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
ბარნაბიშვილი პოსტზე 2024 წლის 5 მარტს დაინიშნა.



















