ფინანსთა მინისტრის აზრით, სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრებით ტურისტული ობიექტები არ უნდა გააკეთოს

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის აზრით, სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრებით ტურისტული ობიექტები არ უნდა გააკეთოს.

“სახელმწიფომ ტურისტული ობიექტები ან არ უნდა გააკეთოს ან თუ ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობს სახელმწიფოსა და კერძო პარტნიორობის ფორმატი და თუ იქ საინტერესო ბიზნესქეისი დაიდება, რატომაც არა. ეს ნაწილი ასე უნდა მოგვარდეს და არა ბიუჯეტიდან“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავს, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშივანო მაჭავარიანი – პენსიის გაზრდა არ უნდა ხდებოდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქეიფზე ან წინასაარჩევნოდ
შემდეგი სტატიაილია მეორე – საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი ,საქართველო გადარჩება