ფინანსთა მინისტრი: წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება

ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50%-ს დაუახლოვდება – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში “მინისტრთა საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიამ  საბიუჯეტო დეფიციტზე და მთავრობის ვალზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.

“ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგნოზებში წარმოვადგინეთ შემცირებული ფისკალური დეფიციტი 7.6-დან 7.1%-ის დონემდე. იმავდროულად, ჩვენი ვალი უკვე 2021 წელს ჩამოსცდება 60%-იან ნიშნულს და 57% იქნება.

ვალის შემცირება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და საბაზო სცენარში 2025 წლისათვის ველოდებით მშპ-სთან 53.5%-მდე ჩამოსვლას. კიდევ უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა ოპტიმისტური სცენარი, რა შემთხვევაშიც უკვე წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50%-ს დაუახლოვდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის მინისტრი “ნამახვანჰესზე” – უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს
შემდეგი სტატიაგაერო ნინოწმინდაზე: მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, პატივი სცენ ბავშვებს