ფინანსთა მინისტრი საბაჟო პროცედურების დიჯიტალიზაციას გეგმავს

ძალიან მასშტაბური გეგმები გვაქვს, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “საქართველოს ბიზნესასოციაციასთან” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ “საქართველოს ბიზნესასოციაციაში”, გავაჟღერეთ ის ინიციატივები და რეფორმები, რომლის დანერგვასაც სამინისტრო მომავალ წელს გეგმავს. მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის. დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ეს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებს ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

რაც შეეხება დღგ-ის რეფორმის ნაწილს, მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე ხვალ პარლამენტში დეტალურად საუბარს აპირებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საელჩოსთან “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგლდანში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს