ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

2016 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა, გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები ისეთ სექტორებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის დაფინანსების მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანია ბანკის რეფორმების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება.

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთის პრეზიდენტი თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაფხენიანმა სარაკეტო ძრავების წარმატებით გამოცდაზე განაცხადა