ფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა

საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს “რეგლამენტი ფეხებზე კიდია”.

„უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. ეტყობა „მინისტრის საათს“ და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციისგან დაბარებას ვერ ასხვავებს მინისტრი. „მინისტრის საათი“ აბსოლუტურად სხვა ფორმატია, ჩვენ მისგან მოვისმინეთ მოხსენება, რომ ქვეყანაში ყველაფერი ბრწყინვალედ და გადასარევადაა და ის პასუხები, რომლებიც მივიღეთ მისგან არანაირად არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ როგორც ჯანდაცვის, ისე ფინანსთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ თქვენ გუნდის შიგნით, რადგან თუ საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ უბრალოდ თქვენს მინისტრებს ბოდიში და პირდაპირ ვიტყოდი, რომ სულ ცალ ფეხზე კიდიათ პარლამენტიც და რეგლამენტიც“, -აღნიშნა კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიგურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს