ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფინანსთა მინისტრი შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.

აღინიშნა, რომ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია. მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.

ყურადღება გამახვილდა ბანკის საქმიანობის სტრატეგიაზე მომდევნო წლების განმავლობაში.

banner
წინა სტატიაში“მმართველი გუნდის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეპუტაცია შეირყეს – ეკა გიგაური
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროში დაშვებას მოითხოვს