ფილოლოგიის დოქტორის – საბა მეტრეველის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

ფილოლოგიის დოქტორის – საბა მეტრეველის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

 

“აქამდე ვერ მოიძებნა ვერანაირი საშუალება, სახელმწიფო დახმარებოდა 9 აპრილის სიმბოლოდ მიჩნეულ ლელა ვეფხვაძეს – იმ საბედისწერო საღამოს უსინათლო მომღერლებიდან დარჩენილ ამ ერთ სანთელს, საარსებო საშუალების საძიებლად მეტრო რომ არგუნა ცხოვრებამ.
თქვენს დახმარებას ბევრი ხელოვანი იღებს ამ ქვეყანაში. იქნებ, ახლა, 9 აპრილის ტრაგედიის 30-ე წლისთავზე მაინც, გაახსენდეს „ფონდ ქართუს“ და დაუნიშნოს ყოველთვიური პენსია ქალს, რომელიც მხოლოდ 9 აპრილს ახსენდება ქვეყანას და დანარჩენ 364 დღეს სიმღერით ატარებს მეტროს ვაგონებში მოწყალების მისაღებად.
ეროვნული ღირსების საქმეა, გადადგით ეს ნაბიჯი!-აცხადებს ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი   ბიძინა ივანიშვილსადმი მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარაკლისი გადაიხადა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი უკომენტაროდ დატოვა