რომან გოცირიძე- წულუკიანი „არცხვენს რესპუბლიკას“ უცხოეთში ყოველ გასვლაზე

იუსტიციის მინისტრის მიერ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე არასამთავრობო სექტორის კრიტიკა იმაზე მეტყველებს, რომ თეა წულუკიანს წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, რომ ქვეყნის სახელით ლაპარაკობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, თეა წულუკიანის განცხადებები ადასტურებს, რომ ხელისუფლებას სურს ჩამოიშოროს ყველა, პირველ რიგში თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათი არასწორი ქმედებების და დანაშაულის შესახებ სიმართლეს ამბობენ.

გოცირიძის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ იუსტიციის მინისტრის სამიზნე ყოველთვის მედია და არასამთავრობო სექტორია.

„არის ზოგიერთი ფილმი, რომელშიც თითქმის ყველა ფრაზა კლასიკად იქცევა ხოლმე, ერთ-ერთი ასეთი ფილმია ოთარ დანელიას „მიმინო“. გახსოვთ, როგორ ამბობს ერთი კაცი: „შენ არცხვენ რესპუბლიკას საერთაშორისო დონეზე“. ქალბატონი თეა „არცხვენს რესპუბლიკას“ უცხოეთში ყოველ გასვლაზე. მის მიერ არასამთავრობო სექტორის კრიტიკა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე იმაზე მეტყველებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რომ ქვეყნის სახელით ლაპარაკობს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაზსა და ელექტრო ენერგიაზე შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფების გაიზარდოს – გაზმომარაგებაზე მომუშავე კომპანიებმა სემეკს მიმართეს
შემდეგი სტატიაენერგეტიკოსები ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფების ზრდას პროგნოზირებენ