ფილმის ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე – საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესაძლოა, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი გაუშვან

ფილმის ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე – საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესაძლოა, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი გაუშვან. ბორდის მერ გამოქვეყნებულ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, მითითებულია, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა აღარ არის პრიორიტეტული და ის გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის პროექტები უკვე კონკურსის წესით შეირჩევა.
ჟურნალისტური გამოძიების პროექტ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ავტორი, ლია ტოკლიკიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრიორიტეტებში ცვლილება შესაძლოა მათ მიერ მომზადებულ ფილმის გამო მოხდა. ტოკლიკიშვილი თქმით, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ თავიანთი უფლებების დასაცავად.
„ბორდმა თავისი პრიორიტეტების ახალ პროექტში ნამდვილად შეიტანა ჟურნალისტური გამოძიების გარეთ გატანა. ეს პრიორიტეტები დაიდო საჯარო განხილვისთვის და საზოგადოების ძალიან ბევრმა წევრმა ჩათვალა, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება იმ ფილმს ხორავას ქუჩაზე, რომელიც გამომძიებელმა რეპორტიორმა გააკეთა. თუკი, ეს დადასტურდა, ჩვენ ცხადია, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენი გადაცემა ამას არ იმსახურებს იმიტომ, რომ შიდა პერიმეტრზე, ჟურნალისტური გამოძიების არსებობა საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება და უნდა შიგნით იყოს, რადგან გარედან შემოსული პროექტების გაკონტროლება, რამდენად პოლიტიკურად და სხვადასხვა ინტერესებისგან იქნებიან თავისუფალი, ამის გარანტიას ვერავინ მისცემს,“ – განაცხადა ტოკლიკიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიენმ 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს ეხმაურება
შემდეგი სტატიახადას ხეობაში მომხდარი მკვლელობა – 14:00 საათზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება